ბერმუდის სამკუთხედი

 

f47c4d2aad44ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო- “ბერმუდის სამკუთხედი” – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების მისტიური, იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით. ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის გამოტანა ამ გაუჩინარებათა ასახსნელად – უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანელეტების მიერ მოტაცებამდე. თუმცა, სკეპტიკები ამტკიცებენ, რომ გემების გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში არ ხდება იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ ბერმუდის სამკუთხედშიგაუჩინარებულა 100-ზე მეტი თვითმფრინავი, წყალქვეშა თუ ისე გემი და 1000-ზე მეტი ადამიანი.026556ff7e6d გადმოცემის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედის ისტორია ჯერ კიდევ XV საუკუნიდან, 1493 წლიდან, კრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობიდან იწყება. 1950 წლის 16 სექტემბერს ახალი ამბების ამერიკულმა სააგენტომ Associated Press-მა ბერმუდის სამკუთხედში პირველი ნამდვილი, თუმცა შემაძრწუნებელი და დაუჯერებელი ისტორიის შესახებ განაცხადა. 2 წლის შემდეგ ჟურნალმა Fate-მა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “ოკეანური მისტიკა ჩვენი კარების უკან”, სადაც ჟურნალი გაუჩინარებულ თვითმფინავებზე და გემებზე მოგვითხრობდა. მათ შორის იყო Flight 19-სა და U.S. Navy TBM Avenger-ის გაუჩინარება. თვითმფრინავ Flight 19-ის გაუჩინარების შესახებ მოგვიანებით, 1962 წელს დაიწერა ჟურნალ American Legion Magazine-ში. ჟურნალი იუწყებოდა, რომ თვითფრინავის ეკიპაჟმა უცნაური სიტყვები მოისმინა: ” „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“”. ეს იყო პირველი რეალური ფაქტი Flight 19-ის გაუჩინარების შესახებ.
7b4088ba51b5მკვლევართა ნაწილი ამ მისტიურ ადგილს უკავშირებს, 10 000 წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ქალაქ ატლანტისს, რომელიც ამ მონაკვეთის ფსკერზე უნდა იყოს ჩაძირული. პლატონის მოსაზრებით ქალაქი ატლანტისი საოცრად განვითარებული იყო არქიტექტურული თვალსაზრისით და სხვა ქალაქებთან შედარებით, ცივილიზაციის მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იგი სიმდიდრისა და კულტურული განვითარების ეპიცენტრს წარმოადგენდა. რამოდენიმე არქეოლოგიის თეორემის თანახმად ატლანტისი საბერძნეთის კუნძულზე მდებარეობდა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ამიტომ იმ საზოგადოების აზრით, ვისაც სწამდა ქალაქის არსებობა, სწორედ ატლანტის ოკეანეში უნდა ჩაძირულიყო იგი. საზოგადოება ამ ორ ფენომენს- ატლანტის ოკეანესა და ბერმუდის სამკუთხედს, სწორედ საიდუმლოებით მოცული ისტორიების გამო უკავშირებს ერთმანეთს.d6d3864742daსულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მეცნიერებმა დაკარგული ქალაქი ატლანტისი აღმოაჩინეს, როგორც დადგინდა მითიურ ქალაქში მართლა არსებობდა ცივილიზაცია. მკვლევარებმა იპოვეს სფინქსის გამოსახულება და მინის პირამიდები. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქის არქიტექტურა ტეოტიუკალების, უძველესი ლათინო ამერიკული ცივილიზაციის მსგავსია. ზღვის ფსკერი რობოტის საშუალებით იქნა შესწავლილი და ქალაქი ატლანტისი კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთით 700 მეტრში დაფიქსირდა.მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად 10-მდე ჰიპოთეზა აქვთ, ერთ-ერთი მიზეზი ბერმუდის სამკუთხედის უარყოფითი მიზეზი მაგნიტური ველია, რომელიც ამ რაიონში განსაკუთრებულად ძლიერია. დაკვირვების ფონზე ნათელი ხდება, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე კომპასის ისრები სწრაფ რხევას იწყებენ, სანავიგაციო მოწყობილობა კი ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ერთადერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა, რაც თავის მხრივ ელექტრომაგნიტურ შტორმებს იწვევს. სწორედ მათი მიზეზით გამოწვეული ძლიერი მაგნიტური ტალღა ხდება მიზეზი 100-ბით გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარებისა.სხვა ვერსიით ბერმუდის სამკუთხედის ასეთი უცნაურობები გობსთრიმის დინებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა და 10 000 კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გობსთრიმის დინება ხომალდების ნამსხვრევებს შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.f89a83766800.jpgცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, შედარებით რეალური მოსაზრება გაჩნდა, თურმე ბერმუდის სმკუთხედის მისტიურობა ჭარბი რაოდენობით მეთანის აირის შედეგია. თეორიის მიხედვით,ოკეანის ფსკერიდან ამოსული აირი ბუშტად გარდაიქმნება, იზრდება, ზედაპირზე მიიწევს და იქ ფეთქდება. ამის შემდეგ აირი ჰაერში ადის, მეთანის ბუშტი წყლის სიმკვრივეს ამცირებს, რის გამოც ხომალდი ვეღარ ახერხებს წყალზე გაჩერებას და იძირება. ამ გიგანტურ ბუშტებს თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია. პირველი ფაქტი 1840 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაოს პორტთან იალქნიანი ხომალდი როზალი აღმოაჩინეს. ხომალდზე იალქნები აღმართული იყო, მასზე აღჭურვილი ყველა აპარატურაც ხელ-უხლებელი, თუმცა მასზე არცერთი ეკიპაჟი არ იმყოფებოდა და მათ კვალსაც ვერსად მიაგნეს.b442457228d4თუმცა, მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ბერმუდის სამკუთხედის მისტიურობა კვლავ ამოუცნობია და გაუჩინარებული ვერტმფრენებისა და ხომალდების საიდუმლო, ისევ საიდუმლოდ რჩება. მისტიკური ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები კვლავ ცდილობენ, თუმცა ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთზე მგზავრობას, დღემდე ყველა ერიდება.

31b8fb3a06ad

76b6cf848781.jpg

http://www.angel.ge

http://dainteresdit.ge

About მარიამ კუხალაშვილი

:)
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი