ელენე ახვლედიანი

                        download (2)ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი დაიბადა 5აპრილს თელავში.იგი იყო  ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.იმავე წელს, როგორც აკადემიის  სტიპენდიანტი საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში

განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“, „კახეთი-ზამთარი“ „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე

გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

გარდაიცვალა 1975 წელს.

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

წარმატებული ქართველები

0dbcffa2a1793d80d93f3d9862e8ca01გრიგოლ კობახიძე 1883-1967

ფერად-ფერადი მინის სათამაშოებით მორთული ნაძვის ხეც ხომ ახდენილ ოცნებას გავს? ასე მორთული ნაძვის ხე კი ამერიკელ ბავშვებს გრიგოლ კობახიძემ აჩუქა. არც გერმანიასა და არც საფრანგეთში მას არ მისცეს საშუალება საკუთარი მინის საწარმო აემუშავებინა. გრიგოლ კობახიძემ ეს მხოლოდ ამერიკაში შეძლო. 1919 წელს მან მასაჩუსეტსში მინის დიდი ქარხანა გახსნა და სულ მალე „The Coby Glass Products Company“-მ ამერიკელთა ნდობა მოიპოვა. კობის წარმოებული მინის პროდუქცია იმ დროს საუკეთესოდ ითვლებოდა. რამდენიმე წელიწადში მისმა მოგებამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა. 1929 წლის კრიზისის დროს ამერიკაში უამრავი საწარმო გაკოტრდა, მათ შორის გრიგოლ კობახიძის კომპანიაც. მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი? გრიგოლმაც თავის სახლთან ახლოს მინის წვრილმანი ნივთების ფაბრიკა გახსნა, ბევრ რამეს საკუთარი ხელით ამზადებდა. ნელ-ნელა მისი ბიზნესი კვლავ ფეხზე დადგა. როდესაც აშშ ომში ჩაება, გრიგოლმა მთავრობას თხოვნით მიმართა, რათა აღედგინა მინის წარმოება საომარი შეკვეთების შესასრულებლად. მისი საბუთების შესწავლის შემდეგ, მან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარის კრედიტიც. მალე „The Coby Glass Products Company“ ამარაგებდა მინის პროდუქციით არა მარტო ამერიკულ ჯარს, არამედ მოკავშირეებსაც. როგორც აღვნიშნე, მანვე დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება, ასევე შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, მანამდე ნაძვის ხეებს ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძრის მიზეზი ხდებოდა.

 

machabeli-copy-2გიორგი მაჩაბელი 1885-1935

განა რომელი ქალი არ ოცნებობს კარგ სუნამოზე? საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ 1920-იან წლებამდე ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო ბიზნესი არ გააჩნდა. იმ დროს მოდაში მკერდზე სურნელოვანი ყვავილების დამაგრება იყო გავრცელებული. პირველი პარფიუმერი კი, რომელმაც ამერიკელ ქალებს საშუალება მისცა თავი სხვადასხვა არომატით გაენებივრებინათ, ქართველი გიორგი მაჩაბელი გახლდათ. 1926 წელს ამერიკაში ჩასულმა გიორგი მაჩაბელმა ახალგაზრდობისდროინდელი გატაცება-სუნამოების შეზავება გაიხსენა და საკუთარი პარფიუმერული ფირმა გახსნა. იგი თავად ქმნიდა სუნამოებს, თავად აფორმებდა და რეკლამასაც თავად აკეთებდა. ათ წელიწადში მაჩაბელმა უბრალო გატაცებიდან მილიონი დოლარის ბიზნესი შექმნა. კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს ფირმა „პრინცი მაჩაბელი“, რომლის ნიშანიც გიორგი მაჩაბლის მიერ შექმნილი ემბლემა_ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინია. ასეთივე ფორმის ფლაკონში ისხმეოდა მაჩაბლის სუნამოები დაარსების დღიდან, ფლაკონებს კი ამერიკული მინის ცნობილი მწარმოებლის, ჯორჯ კობის იგივე გრიგოლ კობახიძის კომპანიაში ამზადებდნენ.

 

qartveli-al1 ალექსანდრე ქართველიშვილი 1896-1974

სამშობლოდან ევროპაში გახიზნულ ახალგაზრდა ნიჭიერ ავიაკონსტრუქტორს ალექსანდრე ქართველიშვილს ურჩიეს ამერიკაში წასულიყო, სადაც მის ნიჭს მეტი გასაქანი ექნებოდა. ჯორჯ კობის საშუალებით იგი დაუკავშირდა ცნობილ კონსტრუქტორს და მილიონერს ჩარლზ ლევინს, რომელმაც საკუთარ კომპანიაში მიიწვია ქართველიშვილი. ალექსანდრემ ლევინის კომპანიაში შექმნა თავის კლასში საუკეთესო „ქოლამბია თრიადი“. ქართველიშვილი მალე წამოვიდა ლევინის კომპანიიდან და დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ალექსანდრემ დააპროექტა ახალი გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც გერმანულ მესერშმიდტებსაც კი სჯობდა. ამიტომ ამერიკის მთავრობამ მას კონტრაქტი დაუდო და ახალი თვითმფრინავების შექმნა დაავალა. აშშ-მ ქართველიშვილის შექმნილი „სანდერები“ საბჭოთა კავშირსა და მოკავშირეებსაც გადასცა. მეორე მსოფლიო ომში საჰაერო ბრძოლები ფაქტიურად ამ „სანდერებმა“ მოიგეს. ომის პერიოდში ქართველიშვილმა დაამზადა ახალი „P-47“, რისთვისაც მისმა კომპანიამ არმიისა და საზღვაო ფლოტის 7 უმაღლესი ჯილდო მიიღო. ომის დასრულების შემდეგ შექმნა რეაქტიული „F-84“, რომელიც ატომური ბომბით იყო აღჭურვილი. ის ერთდროულად გამანადგურებელიც იყო, გამცილებელიც და ბომბდამშენიც. მისი მოდიფიკაციები შედიოდა ამერიკისა და ნატოს შეიარაღებაში. როგორც კი გამოუჩნდა კონკურენტი ამ თვითმფრინავს, ალექსანდრემ მაშინვე დააპროექტა პირველი ზებგერითი თვითმფრინავი „სანდერჩიფი“. დღეს მისი ქმნილებები ნიუ-იორკში ჰუძონის პირას აშენებულ მუზეუმში დგას. იგი ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი მამა იყო…

e1587a694798 “ქოლამბია თრიადი”

 

 

 

 

 

 

 

P47--bw„P-47“

351b53251dfa„F-84“

 

a11508ჯორჯ ბალანჩინი იგივე გიორგი ბალანჩივაძე 1904-1983

ამერიკული ბალეტის ფუძემდებლად  ჯორჯ ბალანჩინი იგივე გიორგი ბალანჩივაძე ითვლება. იგი სწორედ ამ მიზნით გაემგზავრა შეერთებულ შტატებში 1933 წელს, რომ შეექმნა ამერიკული პროფესიონსლური საბალეტო დასი და წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას. მისი დასი წარმოდგენებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში მართავდა ხოლმე. 1954 წლიდან დღემდე ბალანჩინის მიერ დადგმული „მაკნატუნა“ მეტროპოლიტენ ოპერის საშობაო რეპერტუარის განუყოფელი ნაწილია.

 

indexოთარ ზალდასტანიშვილი 1922-2005

ალბათ ყველას გვსმენია ხელოვნურად შექმნილ კუნძულ „პალმა ჯუმეირაზე“,  რომელიც თავისი მასშტაბებითა და სილამაზით მსოფლიოს მერვე საოცრებადაა აღიარებული და ადამიანის მიერ შექმნილი მეორე  ქმნილებაა რომელიც ჩინეტთის დიდი კედლის შემდეგ კოსმოსიდან ჩანს. კუნძულის სახელიც “პალმა ჯუმეირაც” მისი ფორმიდა გამომდინარე დაარქვეს. უზარმაზარ ტერიტორიაზე კუნძული ჩვიდმეტ ტოტიან პალმის ხეს ქმნის, მას ნახევარმთვარის ფორმის რიფები აქვს გარშემორტყმული, თვითონ არქიპელაგი კი 200 კუნძულისგან შედგება, რამდენიმე კუნძული კი ზოგიერთი ქვეყნის ანალოგს წარმოადგენს და მას ამის გამო „მსოფლიოსაც“ უწოდებენ. ამ საოცნებო კუნძულის პროექტის ავტორი კი ქართველი ოთარ ზალდასტანიშვილია. იგი ემიგრანტი ოფიცრის ვაჟი იყო. მისი ოჯახი აშშ-ში 1949 წელს დასახლდა. ოთარმა ჰარვარდის უნივერისტეტში აეროდინამიკა შეიწავლა და ამავე განხრით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად.
მისი დაპროექტებულია ბოსტონის აეროპორტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონის რეკონსტრუქციაც. მის „პალმა ჯუმეირას“ კი მსოფლიოს მერვე საოცრებასაც უწოდებენ.

წყარო: google, wikipedia, 24 საათი, kvirispalitra.g

Posted in საზოგადოება | დატოვე კომენტარი

ანჯელინა ჯოლი ვოითი

ჩემი ბლოგის მკითხველს, მინდა, გავაცნო, ჩემთვის სილამაზის, სიკეთისა და ნიჭიერების განსახიერება ამერიკელი კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი.

08e3b803ef81 ანჯელინა ჯოლი ვოითი დაიბადა კალიფორნიაში 1975 წლის 4 ივლისს. მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის ოჯახში. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია. 1976 წლიდან მშობლების დაშორების შემდეგ ანჯელინასა და მის ძმას ზრდიდა დედა პალისეიდში ნიუ იორკის შტატში. ანჯელინას მისი თანატოლები წლების განმავლობაში დასცინოდნენ, რადგან ძალიან გამხდარი იყო.  როდესაც ჯოლის პირველი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი არმოჩნდა  მან თითქმის სულ დაკარგა დაკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა.  დაიწყო საკუთარ თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აგროვებდა ბლაგვ საგნებს და ახლომახლო ყოველთვის ჰქონდა, იგი მისი შეგროვებული ბლაგვი საგნებით იყენებდა ზიანს სხეულზე, ეს მას თავისუფლებას აგრძნობინებდა, თვლიდა რომ ასეთი საქციელით ის ერთგვარ თერაპიას იტარებდა. 107673

ანჯელინა უცნაური ბავშვი იყო, იყო პერიოდი როცა ოცნებობდა, რომ ყოფილიყო დამკრძალავი ბიუროს დირექტორი და ატარებდა შავ სამოსს.

ჯოლიმ მოდელად მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო. მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც. 14064260-R3L8T8D-560-hD8W25lv5UIანჯელინა ჯოლი

 

ანჯელინამ 16 წლის ასაკში ითამაშა თავისი პირველი როლი თეატრში “დომინანტი ქალი”… მან ასევე ითამაშა მისი ძმის ხუთ სტუდენტურ ფილმში… მაგრამ მისი წარმატებული მოღვაწეობა დაიწყო 1993 წლიდან როდესაც მან ითამაშა დაბალბიუჯეტიან ფილმში “კიბორგი2″….

ამას მოყვა ფილმი “სამხილის გარეშე”, შემდეგ 1995 წელს ფილმი “პაკერები”სადაც მან გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ჯონი ლი მილერი, 1996 წელს მან ითამაშა კომედიაში “ყველაფერი, რაც არის, სიყვარულია” ამავე წელს მან ითამაშა ფილმში “მოხავეს მთვარე”

1997 წელს მან ითამაშა ფილმში “მოთამაშე ღმერთი” დევიდ დუხოვნისთან ერთად…

1997 წელს ანჯელინამ ითამაშა ფილმში “ჯორჯ უოლსი” რისთვისაც მან ოჯროს გლობუსი მიიღო და ნომირებული იყო ემიზე….

ფილმები რომელსიც ითამაშა ანჯელინამ…

“ველოდების წასვლა”, “ანჯელა და ვირილი”, “ენჯელა და ვირილი”, “კიბორგი”, “სამხილის გარეშე”, “პაკერები”, “მოხავეს მთვარე”, “ყველაფერი, რაც არის, სიყვარულია.”, “ცრუ ცეცხლი”, “ნამდვილი ქალები”, “ჯორჯ უოლესი”, ‘მოთამაშე ღმერთი”, “ჯია”, “ჯოჯოხეთის სამზარეულო”,

“გულით თამასი”, “ფრენათა მართვა”, “ძვლების შემგროვებელი”, “გოგონა რომელსაც შეაწყვეტინეს”, “გატაცება 60 წამში”, “ლარა კროფტი:სამარხების მძარცველი”,

“ორიგინალური ცოდვა”, ‘ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი”, ‘საზღვრებს მიღმა”, “ცხოვრებათა მიტაცება”, “ზვიგენის ამბავი”, “ზეციური კაპიტანი და ხვალინდელი ამბავი”, “ციებ-ცხელება”, “ალექსანდრე”, “მისტერ და მისის სმიტები”, ‘კარგი მწყემსი”, “ძლიერი გული”, “ბოევულფი”, “განსაკუთრებით საშიში”, “შეცვლა”, “სოლტი”, “ტურისტი” images 551351077250  1414343184_girl_interrupted    201506162332586227

3927__9151__angelinajolie ზემოთ ჩამოთვლილი ფილმების ნახვის შემდეგ თქვენ აუცილებლად დარწმუნდებით მის ნიჭიერებაში.

   მსახიობი ანჯელინა ჯოლი თავის დამკვიდრების დღიდან ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული.2001წლიდან ის გაეროს კეთილი ნების ელჩია და სამსახიობო კარიერის პარარლელურად ხშირად სტუმრობს მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებს და აქტიურად იბრძვის მსოფლიოში ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად.2012 წლიდან კი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი გახდა.

 

1412945933451_wps_38_Actress_Angelina_Jolie_isდიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ჰოლივუდის მსახიობ ანჯელინა ჯოლის სამეფო ქალბატონის საპატიო ჯილდო პირადად გადასცა.ანჯელინა ჯოლის ეს ტიტული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, საომარი კონფლიქტების ზონაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის, ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მიენიჭა.

ანჯელინამ რამდენიმე დახმარების ფონდი დაარსა. 2003 წელში “the Maddox Jolie-Pitt” ფონდი შექმნა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას და გარემოს დაცვას კამბოჯაში.

2006 წელს მან გლობალური ჯანდაცვის კომიტეტის დახმარებით ჩამოაყალიბა Maddox Chivan-ის ბავშვთა ცენტრი, რომელიც უმწეო ბავშვებს ეხმარება. ამავე წელს ბრედ პიტთან ერთად ჩამოაყალიბა ირგანიზაცია Jolie-Pitt, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებებს გულისხმობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. 2007 წელს Dr. Gene Sperling-თან ერთად ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო ორგანიზაცია კონფლიქტებში დაზარალებული ბავშვებითვის. 2008 წლიდან იგი თანამშრომლობს Microsoft Corporation-ის წარმომადგენლებთან და ეხმარება ემიგრანტი ბავშვების ლეგალურად ჩამოყვანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წელს მან ჩამოაყალიბა the Jolie Legal Fellows Programme, რომელიც ადვოკატების დახმარებით ჰაიტიზე ბავშვთა უფლებების დაცვას გულისხმობს. ასვე ორსულობის სურათების გადაღებიდან შემოსული თანხები, დაახლოებით 30 მილიონ დოლარამდე, რომლებიც ჟურნალებმა გადაუხადეს, დახმარების ფონდებში განაწილდა.

ჯოლიმ აღიარება მოიპოვა მთელს მსოფლიოში, როგორც კეთილი ნების მისიონერი. 2005 წელს კამბოჯის მთავრობამ იგი ქვეყნის მოაქალაქედ აღიარა, გაწეული დახმარებების გამო. 2011 წელს გაერომ იგი დააჯილდოვა, როგორც ყველაზე დიდი ხნის კეთილი ნების წარმომადგენელი. 1861341254020 1861341253543

ანჯელინას ჰყავს  6 შვილი, აქედან სამი აყვანილია მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო, ვივიენ მარშელინი და კნოქს ლეონი. ჯოლი ქორწინებაშია ბრედ პიტთან 35d4b6a284009df8af0da1300569ac07                                                ანჯელინა ჯოლი

1)   როდესაც სხვებისთვის სიკეთეს გულით აკეთებ და სანაცვლოდ არაფერს ელი, იქ ზემოთ ვიღაც იწერს შენს ნაბიჯებს და გამოგიგზავნის ბედნიერებას, რომელზეც არც კი გიოცნებია.

 

2) გიყვარდეს ეს ნიშნავს აკეთო მისთვის ყველაფერი საუკეთესო და დააყენო მისი ინტერესები შენსაზე მაღლა.

 

3) თუ არ გყავს ადამიანი, რომელთანაც წარმატებას გაიზიარებ, თუ მიდიხარ სახლში და არავინ გხვდება ისეთი ვინც ჩაგეხუტება, თუ ცხოვრებაში არ არის სიყვარული, მაშინ ყველა სიტყვა იმის შესახებ, რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ და ყველა გაღმერთებს უაზროა.
თუ გსურთ, რომ არაფერი ინანოთ, იცოვრეთ ყოველი დღე ისე თითქოს ის უკანასკნელია.

 

4) მე სხვებზე მეტს ვფიქრობ სიკვდლზე, რადგან სიცოცხლე მათზე მეტად მიყვარს.

5) მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალს აქვს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც საკუთარი თავი სძულს. შეუდარებელი გრძნობაა იპოვო ისეთი ადგილი, სადაც ამ ყველაფერს ივიწყებ. სიმართლე გითხრათ, მე ნაკლები სილამაზედ მიმაჩნია.

6)მე მაქვს ტატუები და მე ვიცვამ ტყავს, მაგრამ ჩემში ასევე არის ისეთი მხარეები, რომლებზეც გავლენას ფილმები ახდენენ.

მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჰოლივუდში მხოლოდ ფულის გამო არიან, ყოველთვის არანარმოლაურად მთვლიდნენ. მათთვის გაუგებარია ის, რომ მე მუშაობა მსიამოვნებს.

წყარო: http://www.ucnauiri.com http://www.angel.ge http://www.google.com10947569_783731151719797_977237838_n
hqdefault

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ბერმუდის სამკუთხედი

 

f47c4d2aad44ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო- “ბერმუდის სამკუთხედი” – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების მისტიური, იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით. ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის გამოტანა ამ გაუჩინარებათა ასახსნელად – უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანელეტების მიერ მოტაცებამდე. თუმცა, სკეპტიკები ამტკიცებენ, რომ გემების გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში არ ხდება იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ ბერმუდის სამკუთხედშიგაუჩინარებულა 100-ზე მეტი თვითმფრინავი, წყალქვეშა თუ ისე გემი და 1000-ზე მეტი ადამიანი.026556ff7e6d გადმოცემის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედის ისტორია ჯერ კიდევ XV საუკუნიდან, 1493 წლიდან, კრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობიდან იწყება. 1950 წლის 16 სექტემბერს ახალი ამბების ამერიკულმა სააგენტომ Associated Press-მა ბერმუდის სამკუთხედში პირველი ნამდვილი, თუმცა შემაძრწუნებელი და დაუჯერებელი ისტორიის შესახებ განაცხადა. 2 წლის შემდეგ ჟურნალმა Fate-მა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “ოკეანური მისტიკა ჩვენი კარების უკან”, სადაც ჟურნალი გაუჩინარებულ თვითმფინავებზე და გემებზე მოგვითხრობდა. მათ შორის იყო Flight 19-სა და U.S. Navy TBM Avenger-ის გაუჩინარება. თვითმფრინავ Flight 19-ის გაუჩინარების შესახებ მოგვიანებით, 1962 წელს დაიწერა ჟურნალ American Legion Magazine-ში. ჟურნალი იუწყებოდა, რომ თვითფრინავის ეკიპაჟმა უცნაური სიტყვები მოისმინა: ” „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“”. ეს იყო პირველი რეალური ფაქტი Flight 19-ის გაუჩინარების შესახებ.
7b4088ba51b5მკვლევართა ნაწილი ამ მისტიურ ადგილს უკავშირებს, 10 000 წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ქალაქ ატლანტისს, რომელიც ამ მონაკვეთის ფსკერზე უნდა იყოს ჩაძირული. პლატონის მოსაზრებით ქალაქი ატლანტისი საოცრად განვითარებული იყო არქიტექტურული თვალსაზრისით და სხვა ქალაქებთან შედარებით, ცივილიზაციის მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იგი სიმდიდრისა და კულტურული განვითარების ეპიცენტრს წარმოადგენდა. რამოდენიმე არქეოლოგიის თეორემის თანახმად ატლანტისი საბერძნეთის კუნძულზე მდებარეობდა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ამიტომ იმ საზოგადოების აზრით, ვისაც სწამდა ქალაქის არსებობა, სწორედ ატლანტის ოკეანეში უნდა ჩაძირულიყო იგი. საზოგადოება ამ ორ ფენომენს- ატლანტის ოკეანესა და ბერმუდის სამკუთხედს, სწორედ საიდუმლოებით მოცული ისტორიების გამო უკავშირებს ერთმანეთს.d6d3864742daსულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მეცნიერებმა დაკარგული ქალაქი ატლანტისი აღმოაჩინეს, როგორც დადგინდა მითიურ ქალაქში მართლა არსებობდა ცივილიზაცია. მკვლევარებმა იპოვეს სფინქსის გამოსახულება და მინის პირამიდები. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქის არქიტექტურა ტეოტიუკალების, უძველესი ლათინო ამერიკული ცივილიზაციის მსგავსია. ზღვის ფსკერი რობოტის საშუალებით იქნა შესწავლილი და ქალაქი ატლანტისი კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთით 700 მეტრში დაფიქსირდა.მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად 10-მდე ჰიპოთეზა აქვთ, ერთ-ერთი მიზეზი ბერმუდის სამკუთხედის უარყოფითი მიზეზი მაგნიტური ველია, რომელიც ამ რაიონში განსაკუთრებულად ძლიერია. დაკვირვების ფონზე ნათელი ხდება, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე კომპასის ისრები სწრაფ რხევას იწყებენ, სანავიგაციო მოწყობილობა კი ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ერთადერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა, რაც თავის მხრივ ელექტრომაგნიტურ შტორმებს იწვევს. სწორედ მათი მიზეზით გამოწვეული ძლიერი მაგნიტური ტალღა ხდება მიზეზი 100-ბით გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარებისა.სხვა ვერსიით ბერმუდის სამკუთხედის ასეთი უცნაურობები გობსთრიმის დინებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა და 10 000 კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გობსთრიმის დინება ხომალდების ნამსხვრევებს შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.f89a83766800.jpgცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, შედარებით რეალური მოსაზრება გაჩნდა, თურმე ბერმუდის სმკუთხედის მისტიურობა ჭარბი რაოდენობით მეთანის აირის შედეგია. თეორიის მიხედვით,ოკეანის ფსკერიდან ამოსული აირი ბუშტად გარდაიქმნება, იზრდება, ზედაპირზე მიიწევს და იქ ფეთქდება. ამის შემდეგ აირი ჰაერში ადის, მეთანის ბუშტი წყლის სიმკვრივეს ამცირებს, რის გამოც ხომალდი ვეღარ ახერხებს წყალზე გაჩერებას და იძირება. ამ გიგანტურ ბუშტებს თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია. პირველი ფაქტი 1840 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაოს პორტთან იალქნიანი ხომალდი როზალი აღმოაჩინეს. ხომალდზე იალქნები აღმართული იყო, მასზე აღჭურვილი ყველა აპარატურაც ხელ-უხლებელი, თუმცა მასზე არცერთი ეკიპაჟი არ იმყოფებოდა და მათ კვალსაც ვერსად მიაგნეს.b442457228d4თუმცა, მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ბერმუდის სამკუთხედის მისტიურობა კვლავ ამოუცნობია და გაუჩინარებული ვერტმფრენებისა და ხომალდების საიდუმლო, ისევ საიდუმლოდ რჩება. მისტიკური ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები კვლავ ცდილობენ, თუმცა ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთზე მგზავრობას, დღემდე ყველა ერიდება.

31b8fb3a06ad

76b6cf848781.jpg

http://www.angel.ge

http://dainteresdit.ge

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

BODYBUILDING

ბოდიბილდინგი იგივე კულტურიზმი სხეულის კუნთების მიზანმიმართული გადიდება და გაძლიერებაა.
კულტურიზმში იმართება შეჯიბრებები, სადაც კულტურისტები წარმოაჩენენ თავიანთ სხეულს და ფასდებიან ქულებით ჟიურის მიერ. ყველაზე პრესტიჟულია მისტერ ოლიმპია, რომელსაც კულტურიზმის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს. ტიტულის ამჟამინდელი მფლობელია ამერიკელი ფილ ჰიტი. ყველაზე მეტჯერ (8-ჯერ) გაიმარჯვეს რონი კოულმენმა და ლი ჰეინმა.საქართველოში ბოდიბილდინგის ისტორია იწყება 1958 წლიდან, როდესაც რამდენიმე ენთუზიასტმა ვარჯიში დაიწყო. პირველი იყო ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი ენრიკო კოპლატაძე, რომელსაც შეუერთდნენ 14-15 წლის ედუარდ ბროლაძე-წერეთელი, ალექსანდრე რეპიჩევი და კოტე მაცაბერიძე. იმხანად ინფორმაცია ამ სპორტის შესახებ საქართველოში თითქმის არ მოიპოვებოდა, რადგან საბჭოთა კავშირში ბოდიბილდინგი “ბურჟუაზიულ სპორტად” ითვლებოდა და აკრძალული იყო. ენთუზიასტთა ჯგუფი, ყველა სიძნელის მიუხედავად, აგრძელებდა ვარჯიშსა და ახალი სახეობის პოპულარიზაციას. 1987 წელს საბჭოთა კავშირში დაუშვეს ბოდიბილდინგი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა. იმავე წელს საქართველოში დაფუძნდა ბოდიბილდინგის ფედერაცია (ამჟამად ეწოდება ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია), რომლის პრეზიდენტადაც კოტე მაცაბერიძე აირჩიეს. 1988 წელს თბილისში გაიმართა საქართველოს თასის პირველი ოფიციალური გათამაშება, რომელშიც დავით რაზმაძემ გაიმარჯვა. 1990 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი.

classic bodybuilding

offseason

tR8DxBgxaTs IfzA3CARPzE

 

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ქვისმთლელები-მასონები

ყველას გვინახავს ეს ლოგო , თვალი დაუსრულებელი პირამიდის თავზე , რისი სიმბოლოა ის? იქნებ ის რაიმე შეტყობინებაა? სად გამოჩნდა პირველად და რას აღნიშნავს? ამ ყველაფრის გარკვევას პოსტში ყველა ერთად შევეცდებით…

”თვალი რომელიც ყველაფერს ხედავს” – ეს არის ლოგო , რომელიც სამკუთხედშია მოქცეული , არსებობს ორი ძირითადი ვერსია , პირველი ეს არის ,რომ თვალი არის ილუმინატების სიმბოლო , რომელიც აღნიშნავს იმას , რომ ისინი ჩვენ ყველგან გვაკონტროლებენ და მეორე ვერსია არის ეგვიპტურ მითოლოგიაში არსებული თვალი რომელსაც ჰორუსის თვალი ეწოდება.

მას”თვალი რომელიც ყველაფერს ხედავს” ალბათ გინახავთ ამერიკული დოლარის უკანა მხარეს, უნდა აღინიშნოს , რომ თვალი არის 13 საფეხურიანი პირამიდის თავზე , რაც ნიშნავს თავიდან დაარსებულ 13 შტატს , ხოლო მის თავზე არსებული თვალი კი იმის სიმბოლოა რომ განვითარება ჯერ არ დამთავრებულა. თვალშისაღებია ისიც რომ პირამიდის საფუძველზე გამოსახულია რიცხვი MDCCLXXVI , რაც რომაული ნუმეროლოგიით აღნიშნავს 1776 წელს. ამ წელს ამერიკამ მიიღო დამოუკიდებლობის დაკლარაცია , თუმცა ამავე წელს შეიქმნა ”ბავარიელი ილუმინატების” საზოგადოება , რომელზეც აუცილებლად გესაუბრებით. ეს ალბათ უკვე პირველ დათმხვევად მიიჩნიეთ. არსებობს მეორეც , რომელსაც მე სურათით განახებთ.

თუ ჩვენ შევეცდებით პირამიდის გარშემო ექვს კუთხიანი ვარსკვლავი შემოვხაზოთ ან სულაც ორი სამკუთხედი დავხაზოთ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები , ჩვენ დავინახავთ , რომ სამკუთხედის თითო წვერო ასოებისკენ მიგვანიშნებს , ხოლო ერთი კუთხე თვალზეა მორგებული. ხუთი ასოსგან რათქმაუნდა უამრავი სიტყვა შედგება სხვადასხვა კომბინაციით , მაგრამ პირველ რიგში როცა დავინახავთ ასოებს ASNOM მაშინვე დავუკავშირებთ მას ილუმინატებს(მითუმეტეს ასეთ ლოგოზე) , რომლებსაც მეორენაირად ”MASON” – ები ეწოდებათ.

                  ბავარიელი ილუმინატების შესახებ…

ეს ორდენი შეიქმნა 1776 წლის პირველ მაისს ადამ ვაისპჰაუტის მიერ. როგორც ოფიციალურადაა ცნობილი ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო და ეს ორდენიც ამ იდეების გავრცელებაში სჭირდებოდა.აქ გაწევრიანება ყველას როდი შეეძლო , ისინი დავად ირჩევდნენ ხალხს , შემდეგ მას აკვირდებოდნენ და ბოლოს მათთან აერთიანებდნენ , ასებობდა სამი საფეხური ”მორჩილი”,”მინერვალი”,”განათლებული” . 2 წლიანი სამსახურის შემდეგ წევრი უფრო მაღალ საფეხურზე გადადიოდა.
თუ მასონები იმალებოდნენ , მაშინ რატომ დაირქმევდნენ ასეთ სახელს? ასე საზოგადოდ? ეს ალბათ ხალხის დასაბნევად და იმ პროტოტიპის დასამსვრევად თითქოს ილუმინატები იმალებიან. images (3)

ვაისჰაუპტი ყოველთვის ცდილობდა ორდენში ჭკვიანი ხალხი გაეწევრიანებინა და ამისათვის ხშირად შანტაჟს და მუქარას იყენებდა. სწორედ ბავარიელ ილუმინატებმა მიიღეს “სატანის ახალი აღთქმა” , რომელშიც საუბარია იმაზე , რომ მათ უნდა ებრძოლათ ცალკეულ პიროვბებთან , ხალხი უნდა ყოფილიყო ბრიყვი რათა არაფერი გაეგო , ომის სიტუაციები კი მათთვის ხელსაყრელი იყო. ერთი სიტყვით “სატანის ახალი აღთქმა” მათ ყველა მთავარ მიზანს ხაზს უსვამს.
თუმცა 1784 წელს ეს დაჯგუფება დაიშალა , რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კარლ IV თეოდორს ბავარიის ახალ მმართველს , რომელმაც ასეთი ორგანიზაციების არსებობა აკრძალა , ხოლო მათში გაწევრიანებულები სიკვდილით ისჯებოდნენ. ასეთი ძლიერი ძალა ასე მარტივად არ დაიშლებოდა , ”ბავარიელი ილუმინატები” უზარმაზარი გაერთიანების პატარა, გასაჯაროებული ნაწილი იყო.

სწორედ ამიტომ რთულია თვალი აარიდო ამ სამ დამთხვევას და იმასაც , რომ ილუმინატები მსოფლიოს მართავენ…

ახლა კი ვნახოთ რა ხდება ეგვიპტურ მითოლოგიაში

images (4)როგორც დასაწყისში ავღნიშნე ეს არის ჰორუსის თვალი. ვინ იყო ჰორუსი? ჰორუსი იყო ერთ-ერთი ღმერთი , მზის ღვთაება. მისი მარჯვენა თვალი იყო მზე , ხოლო მარცხენა მთვარე, რომელსაც მეორე ნაირად ეწოდებოდა ტეჰუტი. ტეჰური ასევე ცნობილია როგორც ტჰოტი , ხოლო ბერძნულ მითოლოგიაში მას ჰერმესი ჰქვია.ეს თვალი იცავდა ალქიმიკოსებს და ასტროლოგებს , ასევე მას უკავშირებნენ ენით მეტყველებას და მათემატიკას.

ჰორუსის მარცხენა თვალი მოხვდა დედამიწაზე , მითოლოგიის მიხედვით კი ამის მიზეზი ისაა ,რომ ჰორუსმა ერთ-ერთ ღმერთთან სეტთან ბრძოლისას მარცხენა თვალი დაკარგა , რომელიც შემდეგ აქ მოხვდა.

 

ეგვიპტელები ამის შემდეგ თვალს აიგივებდნენ დამცველობასთან , ანუ ჰორუსის მარცხენა თვალი მათ იცავდა უბედურებისგან , მისგან აკეთებდნენ სამკაულებს რომლებსაც ხშირად თან ატარებდნენ. როგორ კედელზე ამოტვიფრული ნახატიდან ვხედავთ ნავზე ოთხი თვალია , მიუხედევად იმისა რომ ორი ადამიანი მონაა თვალი მათაც დაქონდათ.

ეგვიპტელების აზრით ამ თვალს ჰქონდა ძალა ეკონტროლებინა ყველაფერი , ალბათ ამ სიმბოლიკის გამო აირჩიეს მასონებმა სიმბოლოდ თვალი.

დამცველობის და ყველაფრის კონტროლის ფუნქციის გარდა თვალს კიდევ რამოდენიმე უნარი ჰქონდა და ესენია :

1-ყნოსვა 2- მხედველობა 3- ფიქრი,აზროვნება 4-სმენა 5-გემოს შეგრძნება 6- შეხება

ხოლო Wadjet ნიშნავს ”ერთ მთლიანს” ანუ ამ ნაწილების შეერთებით მიიღებოდა ერთი მთლიანი თვალი , რომელსაც ასევე ამ ქმედებების კონტროლი შეეძლო

სულ ეს იყო რისი დაწერაც მინდოდა 🙂

კიდევ ერთი , ყველას გაგვიგია რომ სელებრითებს ხშირად ილუმინატობას აბრალებენ , როგორც ბავარიელი ილუმინატები ცდილობდნენ თავისკენ გადაებირათ ძლიერი და ჭკვიანი ხალხი საკუთარი ქონებით , ასევე თანამედროვე ილუმინატებიც ცდილობენ გადაიბირონ ძლიერი და წამყვანი კომპანიები , ნახეთ ზოგიერთის ლოგო :





                           ცნობილი ადამიანები მათი ლოგოთი:

წყარო: ucnauri.com

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

ქაშუეთი

qashueti                                                          ქაშვეთის ეკლესიაზე საუბრისას,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ისტორიული გარემო,თუ რა პირობებში უწევდა ეკლესიას არსებობა.საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკული პერიოდია,როცა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება,ქრისტიანულ სარწმუნოებას,ეკლესიას   უარყოფდა.ამიტომ არ შეიძლება,არ ავღნიშნოთ,სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,კალისტრეტე ცინცაძის მოღვაწეობა,რადგან ამ დროს სასულიერო პირობა გმირობს ტოლფასი იყო.

საბჭოთა ხელისუფლება,წლების განმავლობაში ედავებოდა კალისტრატე ცინცაძეს ქაშუეთის ეკესიაში დაცული განძეულობის გამო.ესენია:2 ჯვარი ცხოველმყოფელი ხით,წმ.ევსტათის მარჯვენა ხეელის 4 თითი,დავით გარეჯიდან ჩამოტანილი წმინდა მოწამეთა ნაწილები,პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა.

საბჭოთა ხელისუფლებამ,ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია ,ისევე როგორც ყველა სხვა მოქმედი და დახურული ეკლესია,წმინდა წიგნები თუ ხატები,სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა.

ტაძრის შენარჩუნების მიზნით,მეუფე კალისტრატემ 1938 წლის 31 დეკემბერს,ლავრენტი ბერიას წერილი გაუგზავნა.სადაც ის იტყობინებდა,რომ საქართველოს სიძველეთა კომიტეტის მიერ ქაშუეთის ეკლესია აყვანილი იყო აღრიცხვაზე.

5_tsintsadze_kalistrateკალისტრატე ცინცაძე

„პატივისცემით გთხოვთ განკარგულებას ქაშუეთის სამრევლო განკარგულებაში დატოვებისთვის“

beria-1ლავრენტი ბერია

ლავენტი ბერიამ,თხოვნას რეზოლუცია დაადო:“გთხოვთ,გვაცნობოთ,არსებობს თუ არა რაიმე ოფიციალური წყარო ქაშვეთის ეკლესიის დახურვის შესახებ“

ამის შემდეგ მითქმა მოთქმა,იმის თაობაზე,რომ ქაშუეთის ეკლესიას საქართველოს საპატრიარქოს ჩამოათმევნენ და დაანგრევდნენ შეწყდა.

სიტყვა ” ქაშვეთის” წარმოშობა დაკავშირებულია მამა დავითის (გარეჯელის) სახელთან. “ქვა – შვეთი ” – საუბარია იმაზე, რომ მამა დავითს დასწამეს ვინმე მონაზვნის შეცდენა, რის გამოც მას თავის მართლება დასჭირდა. მაგრამ უფლის რისხვამ არ დააყოვნა და სასჯელის სახით ამ დედაკაცმა ქვა შვა. ამ სასწაულის გამო დაერქვა მონასტერს ქაშუეთი. ამ ადგილზე, სადაც ახლა ქაშუეთის ტაძარია ,წინათ დედათა მონასტერი იყო.იქ ხშირად დადიოდა მამა დავითი.მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა დაარღვია ქალწულობის აღთქმა და დაორსულდა.ეს ამბავი თავიანთ სასარგებლოთ გამოიყენეს მამა დავითის მტრებმა და ბავშვის მამობა დააბრალეს. ქალიც გააფრთხილეს,თუ ასე იტყვი,ბავშვი გადარჩება,თუ არა- დაიღუპებაო.ქურუმები ხალხს მამა დავითის დასჯას სთხოვდნენ.მაშინ წმიდა მამამ თავისი ჯვრიანი კვერთხი ქალს მუცელზე დაადო და ბავშვს მოსთხოვა, ეთქვა ,ვინ იყო მისი მამა. მოხდა სასწაული, მუცლიდან ყველამ გაიგონა ბავშვის ხმა-მამაჩემი შენ არ ხარ, მჭედელიაო. დავითმა ქალს უთხრა, ამგვარი ცილისწამებისთვის ქვას შობო და ასეც მოხდა. სანამ თავად ქურუმები ჩაქოლავდნენ, ყოფილმა მონაზონმა ქვა გააჩინა, სემდეგ ამ ადგილზე ტაძარი ააგეს და ქვაშვეთი ანუ ქაშუეთი უწოდეს.

eristavi-0105    გივი ამილახვარი

davit-garejeli

დავით გარეჯელი

პირველი ტაძარი  აიგო ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს.მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში).XIX საუკუნის მიწურულს ტაძარი დაზიანდა.მის დაზიანებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმან, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, იმპერატორ ალექსანდრეს სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, როგორც შემდგომში ხალხმა მას ალექსანდროვის ბაღი უწოდა,რუსის ზარბაზანი იდგა  და დროის აღსანიშნავად ყოველ საათში ისროდა. ამ სროლებით გამოწვეულმა ვიბრაციამ კი დროთა განმავლობაში ძველი ქაშუეთის ტაძრის კედლების დაბზარვა და დახეთქვა გამოიწვია. ამიტომ, საჭიროდ ჩათვალეს მის ადგილას ახალი, თანამედროვე ტაძარი აგებულიყო. XX საუკუნის დასაწყისში ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. 1901 წლის გაზაფხულზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქაშვეთის ძველი ეკლესიის დანგრევის და მის ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესიის აგების შესახებ. იმავე წლის შემოდგომაზე ეკლესიის კომიტეტის სხდომაზე (კომიტეტის თავმჯდომარე ი. გ. ამილახვარი) განხილულ იქნა ახალი ტაძრის აგების გეგმა.გადმოცემის თანახმად, წმიდა დავითი სწორედ ამ ადგილას, ანუ მაშინდელი თბილისის გარეუბანში ჩამოდიოდა ყოველ კვირას, თავისი სამკვიდრებელი მთიდან და ეწეოდა ღვთივსულიერ ქადაგებებს. ეს ტერიტორია მართლაც უშუალოდ მამა დავითის მთის ძირას მდებარეობს და ლოგიკურია, რომ ყოველკვირეულ ქადაგებებსაც აქ ჰქონოდა ადგილი. სასწაულიც ამ ადგილას აღსრულებულა და სწორედ ამ ამბის აღსანიშნავად აუგიათ აქ ტაძარი.დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა  დავით სარაჯიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო,და 1910 წელს დასრულდა,ხოლო იმავე წლის  31 ოქტომბერს,საზეიმოდ აკურთხეს ქაშუეთის ეკლესია.

ჩვენამდე მოღწეული ცნობით, ტაძრის პირველი მოძღვარი დეკანოზი პეტრე მაკარიძე იყო. ტაძრის წინამძღვარი კი არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხიძე).

ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. თუმცა ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს.თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს ქაშვეთი კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში.1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.

14276351004135ლ.გუდიაშვილი

 

 

გამოყენებული მასალა:1

2

3.კალისტრატე ცინცაძე “ქაშუეთის ეკლესია”

Posted in ზოგადი, კულტურა, საზოგადოება | დატოვე კომენტარი

მსოფლიოს უცნაური ქმნილებები

ეს შეშლილი, შეშლილი სამყარო– გაიფიქრებთ თქვენ ამ უცნაური შენობების დანახვისას. ამ სახლებში კი ცხოვრობენ ადამიანები, აქ განლაგებულია საგამოფენო ცენტრები თუ ოფისები.
უბრალოდ მათ აპროექტებდნენ უსაზღვრო ზოგჯერ კი გიჟური ფანტაზიის მქონე ნიჭიერი არქიტექტორები, რომელთა მიზანი იყო შეექმნათ შენობა გამორჩეული არა მხოლოდ მათს ქვეყანაში არამედ მსოფლიოში.
გააგრძელეთ და თქვენ იხილავთ ამ გასაოცარ შენობების სურათებს და მათ დანიშნულებებს.

1)

სახლი–კალათი (The Basket Building) აშშ ოჰაიოს შტატი

მსოფლიოში ალბათ ყველაზე უცნაური ადმინისტრაციული შენობა. კალათებისა და დაწნული ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ Longaberger ააშენა ოფისის შენობა, რომელიც წარმოადგენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის ზუსტ ასლს– დაწნულ კალათს.
შენობამ დაიკავა 18 ათასი კვ.მ და დაჯდა 30 მილიონი დოლარი. ექსპერტები არაერთხელ ურჩევდნენ კომპანიის მფლობელს დეივა ლონგბერგერს შენობის მაკეტის შეცვლას, მაგრამ როგორც ჩანს მან გააკეთა სწორი არჩევანი– ამ უცნაიური იდეის წყალობით მისი კომპანია ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.

2)

ცენტრალური ბიბლიოთეკა კანზასში (Kansas City Public Library). აშშ მისურის შტატი

კანზას–სითის ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის ასეთი ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტით არა მხოლოდ დაამშვენა ქალაქის ცენტრი, არამედ იზრუნა მოქალაქეებში მკითხველობითი სულისკვეთების გაღვივებაზე.

3)

ფერდინანდ შევალიეს იდეალური სასახლე (Ferdinand Cheval Palace ასევე ცნობილია როგორც Ideal Palace). საფრანგეთი

ჩვეულებრივი ფრანგი ფოსტალიონი ფერდინანდ შევალიე ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში ყველაზე უცნაური სასახლის, მისი სიტყვებით კი იდეალური სასახლის შემქმნელი.
1879 წლიდან 33 წლის განმავლობაში შევალიე აშენებდა თავის ოცნებას. მისი შთაგონება იდეალური სასახლის შექმნის იდეით მოხდა მაშინ , როდესაც მან ქუჩაში სიარულისას შემთხვევით ფეხი წამოკრა უცნაური ფორმის ქვას. მას შემდეგ შევალიემ დაიწყო სხვადასხვა სახის ქვების შეგროვება და იდეალური სასახლის მშენებლობა. სასახლე წარმოადგენს მრავალი არქიტექტურული სტილის ნაზავს– ბიბლიურიდან ინდუსურ მითოლოგიამდე.
შევალიეს ქმნილება აღიარებულ იქნა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ. 1969 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა სასახლე კულტურულ ობიექტად და აიყვანა დაცვის ქვეშ. ამჟამად ის ღიაა ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში.

4)

ჯენეს დიდი მეჩეთი (Great Mosque of Djenné). მალი, აფრიკა

ჯენეს დიდი მეჩეთი ტალახის აგურით ნაგები უდიდესი შენობაა მსოფლიოში და არქიტექტორთა უმრავლესობის აზრით ის წარმოადგენს სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევას, თუმცა მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით.
ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს

5)


The Neverwas Haul. კალიფორნია, აშშ

ეს უცნაური სახლი ბორბლებზე შექმნილი ”სტიმპანკის” სტილში თითქოს მოგვევლინა ზღაპრიდან ან ჟიულ ვერნის ფანტასტიკური მოთხრობებიდან. ის კი ვისაც ნანახი აქვს მულტიპლიკაციური ფილმი ”მოარული სასახლე” ღირსეულად შეაფასებს ამ სახლ-საოცრებას.
ეს სამ სართულიანი სახლი შექმნა სტიმპანკის ფანატების 12 კაციანმა ჯგუფმა და შეარქვეს სახელი Neverwas Haul

6)
დაღუნული სახლი (The Crooked House) სოპოტი, პოლონეთი

კიდევ ერთი ზღაპრული სახლი ჩვენს მიერ შერჩეულ სახლთა გალარეაში. ეს არის თითქოს მრუდე სარკის ანარეკლი- დაღუნული სახლი, რომელიც დააპროექტა პოლონელმა არქიტექტორმა იაცეკ კარნოვსკიმ. შენობის ფასადს არ გააჩნია არც ერთი სწორი ხაზი. ამ საუცხოო შენობაში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, კაფე.
დაღუნული სახლი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებად ობიექტს პოლონეთში.

7)
ჰაბიტატ 67 (Habitat 67) მონრეალი, კანადა

ეს შენობა 1966-67 წ. ააშენა არქიტექტორმა მოშ საფდიმ სპეციალურად მსოფლიო გამოფენისთვის. რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა ერთერთ უდიდეს სამშენებლო გამოფენას მსოფლიოში.
კუბი წარმოადგენს ამ ნაგებობის საფუძველს. შენობის სტილი-ბრუტალიზმი.

8)
გადმობრუნებული სახლი (Upside Down House) შიმბარკი, პოლონეთი

”გადმობრუნებული სახლი” აშენდა 2007 წელს პოლონეთის ჩრდილოეთში, სოფელ შიმბარკში (Szymbark). პროექტის ავტორს და სპონსორს- პოლონელ მეწარმეს და ფილანტროპს, სურდა ამ სახლის მშენებლობით ადამიანებისთვის შეეხსენებინა კომუნისტური პარტიის ბატონობის გარდასული ეპოქა.
მნახველთა უმრავლესობა ვერ ძლებს სახლში რამდენიმე წუთსაც- ეწყება თავბრუსხვევა. მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ძალზე პოპულარულია და უამრავი ტურისტი სპეციალურად ჩადის ამ უცნაური ქმნილების სანახავად.

9)
ბუშტუკებიანი სახლი (Maison Bulle) კანი, საფრანგეთი

ფრანგმა მოდელიორმა პიერ კარდენმა თავისი დიზაინერული ნიჭი გარდა ტანსაცმლის მოდელირებისა გამოავლინა აგრეთვე სახლის მშენებლობაშიც. მისი სახლი კანში , რომელსაც ”ბუშტუკებიან სახლს” უწოდებენ ამის უტყუარი დასტურია. არქიტექტორ ანტი ლოვაგომთან ერთად მან სახლი აქცია ჰაეროვან ”ბუშტუკებად” 🙂

10)
სახლი ”ტყის სპირალი” (Forest Spiral) დარმშტადტი, გერმანია

სახლი დამაინტრიგებელი სახელწოდებით ”ტყის სპირალი” შექმნა ცნობილმა ავსტრიელმა არქიტექტორმა და მხატვარმა ჰუნდერტვასერმა, რომლის პროექტები გამოირჩევა რევოლუციური, მრავალფერიანი არქიტექტურით. შენობა 105 ბინით სახურავზე ულამაზესი ლიმნის ხეების ბაღით თითქოს სპირალივით ეხვევა ეზოს ტერიტორიას. შენობაში აგრეთვე განლაგებულია კომფორტული რესტორანი და მყუდრო კოქტეილ-ბარი.

11)
ტორე გალატეა ფიგარესი (The Torre Galatea Figueras) ან დალის მუზეუმი . ესპანეთი

სამუზეუმო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს ძველი თეატრის შენობა, სადაც 14 წლის ასაკში სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა საკუთარი ნამუშევარი.
მუზეუმის შენობა ისეთივე უცნაურია როგორც თავად მხატვრის შემოქმედება. დღეს ფიგარესის მუზეუმში განთავსებულია მე-20 საუკუნის უდიდესი მხატვრის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია.
თეატრ-მუზეუმშია აგრეთვე განთავსებული აკლდამა, სადაც განისვენებს სალვადორ დალი.

12)


მოცეკვავე შენობა (Dancing Building) პრაღა, ჩეხეთი

მოცეკვავე სახლი (ცნობილია აგრეთვე როგორც ”მთვრალი სახლი” ან ”ჯინჯერ და ფრედი”)- ეს სახუმარო სახელი დაერქვა პრაღის ცენტრში მდებარე კომპანია Nationale-Nederlanden-ის ოფისის შენობას. ის დააპროექტა ჩეხმა არქიტექტორმა ვლადო მილუნიჩემ.

13)
რიპლის შენობა (Ripley’s house) ონტარიო, კანადა

დაქანებული და უზარმაზარი ნაპრალით თითქოს შუაზე გადახლეჩილი სახლი ააშენა არქიტექტორმა თომას რიპლიმ 1812 წლის მიწისძვრის სამახსოვროდ, რომელმაც დაანგრია ქალაქი ორლანდო.
შენობა ფუნქციონირებს, ბზარები კი მის ფასადზე – ეს მხოლოდ დეკორატიული და არქიტექტორის ძალზე საინტერესო ჩანაფიქრია.

14)
გადაბრუნებული სახლი WonderWorks, აშშ

კიდევ ერთი გასაოცარი ქმნილება დგას ტენესის შტატში- გადმობრუნებული სახლი. ის წარმოადგენს გასართობ ცენტრს და ძალიან პოპულარულია.
აქ არის უამრავი გასართობი, მაგალითად ისეთი როგორიცაა მიწისძვრის იმიტაცია 🙂 აქ ასევე განლაგებულია რესტორანი, მედიტაციის ოთახი და მრავალი სხვა.

15)

სახლი-როიალი ვიოლინოთი (Piano shaped building), ქალაქი ხუაინიანი, ჩინეთი

ეს მუსიკალური სახლი მდებარეობს ჩინეთში. უზარმაზარი ვიოლინო წარმოადგენს შესასვლელს შენობაში და მასში განლაგებული ესქკალატორი აგიყვანთ პირდაპირ ”როიალში”. შენობის მასალად გამოყენებულია გამჭვირვალე შავი შუშა. მასში განლაგებულია საგამოფენო კომპლექსი, სადაც გამოფენილია ქალაქის რაიონებისა და ქუჩების დაგეგმარება.

16)
კვერცხისებრი შენობა Cybertecture -გან (Cybertecture Egg), ბომბეი, ინდოეთი

32 ათასი კვ.მ შენობა თავის თავში მოიცავს ” სანიშნე არქიტექტურას”, ეკოლოგიურ დიზაინს, ინტელექტუალურ სისტემებს და ახალ ტექნოლოგიებს მნახველზე უზარმაზარი შთაბეჭდილების მოსახდენად.

17)

რესტორანი ”დედიკოს სასაუზმე” (Mammy’s Cupboard), ქ. ნანჩესი, მისისპის შტატი

18)

ატომიუმი, ბრიუსელი, ბელგია

თუ თქვენ როდესმე აღმოჩნდებით ბრიუსელში არ დაიზაროთ, ჩაჯექით #81 ტრამვაიში და იმგზავრეთ მის ბოლო გაჩერებამდე ”ხეისელი”. აქ თქვენს წინაშე აღიმართება მასშტაბური და დიადი მონუმენტი- ატომური ენერგიის უსაზღვრო შესაძლებლობებისადმი თაყვანისცემის ნიშნად აგებული შენობა.

19)

დინამიური კოშკები (Dynamic Tower), დუბაი

ცათაბჯენი, რომლის თვითოეული სართული სხვებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო.

20)

სახლი-ფეხსაცმელი (Shoe-House) პენსილვანია, აშშ

სახლი-ფეხსაცმელი აშენდა 1949 წელს პოლკოვნიკ მახლონ მ. ხეინსისთვის, რომელიც შტატ მერილენდსა და პენსილვანიაში ფლობდა ფეხსაცმელების 40-მდე მაღაზიას. პოლკოვნიკი მივიდა არქიტექტორთან, გადასცა მას ძველი ფეხსაცმელი და უთხრა: ”ამიშენეთ ასეთი სახლი”. ასე დაიწყო ამ სახლის ისტორია.

 

წყარო : youtube.com/ google.com

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

სოციალური ქსელები

images (6)

უხსოვარი დროიდან ადმაიანი განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის თითვეულ ეტაპზე კი იგი რაღაც ახლის ძიებაშია.დღეს 21 -ე  საუკუნეა და ჩვენი ადამიანების მოთხოვნილებების სპექტრი უფრო მაღალია ვიდრე ეს უხსოვარ დროში იყო. ვცდილობთ ,ვსწავლობთ და მივისწრაფვით იმისკენ რომ შევქმნათ ისეთი რამ რაც კაცობრიობას გააოცებს და ისტორია მას რაღც “ახალს” დაარქმვს. ძნელია იმ ახლის აღმოჩენა საუკუნეში რომელსაც ტექნიკის საუკუნეს ეძახიან სადაც ადამიანები განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებიან… სადაც არსებობს მობილური ტელეფონი თვითმფრინავი, ტელევიზორი, ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები… მაგრამ როგორც სხვა საუკუნეებში დღესაც არსებობენ ისეთი გენიოსები რომლებიც საზოგადოებას ისეთ ახალ საშუალებებს სთავაზობენ რაც მათ ინტერესის სფეროს აკმაკოფილებენ… 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა სოციალური ქსელები …

social-media-world2ჩვენი თანამედროვე ცხოვრება მწარმოუდგენელია კომუნიკაციის გარაშე, ცივილიზაცია კი ამის არაჩვეულებრივ საშუალებებს გვაძლევს.სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ნებისმიერ ადგილამდე მივაწვდინოთ ერთმანეთს ხმა ,რაც  თავის მხრივ ,ადამიანთა შორის ურთიერთობების უწყვეტობას უწყობს ხელს.

წს 1

ჩვენს რეალობაში მობილური ტელეფონის, ტელევიზორისა და სხვა საკომუნიკაციოტექნიკის გარდა უდიდეს ადგილს იკავებს ინტერნეტი და კერძოდ, სოციალური ქსელები.დღესდღეობით, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე ცხოვრება.შესაბამისად თანამედროვე მსოფლიოში ეს ცხადად მწვავე და აქტუალური თემაა.

stock-photo-social-media-network-connection-concept-7075720311გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. განსაკუთრებით გამოვყოფდი შემდეგს: “Одноклассники”, “Facebook”, “Twitter”, “YouTube”. სრულიად მსოფლიოს საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. უამრავი ადამიანისთვის სოციალური ქსელები დიდ პრობლემად იქცა, ხოლო ბევრისთვის კი ისინი საქმიანი ადგილებია.images-cms-image-000014565

ტერმინმა „სოციალურმა ქსელმა“ სოციოლოგიიდან ინტერნეტში გადაინაცვლა. ასეთი საიტები წარმოადგენენ სოციალურ გარემოს, რომელიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთიმეორეში ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს. სოციალური ქსელები და განსაკუთრებით კი Facebook არაჩვეულებრივი საშუალებაა საკომუნიკაციოდ, ბიზნეს თუ ახლობლების შეხვედრების დასანიშნად, აქციების წინაპერიოდის მოსამზადებლად და სხვა. სოციალურ ქსელებს იყენებს არა მარტო ჩვეულებრივიმოსახლეობა, არამედ პოლიტიკოსები, ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვები.ქსელებში აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოს კომპანიები და ქარხნები, საწარმოები.ყოველივე ეს ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს სოციალურ ქსელებს დღეს მსოფლიოში და იმას, თუ როგორ არიან ადამიანები მასზე დამოკიდებულები.

imagesამჟამად განსაკუთრებით გავრცელებული და პოპულარული ქსელია Facebook, რომლის შემქმნელიაებრაელი მარკ ცუკერბერგი. მისმა ქსელმა ნამდვილად გაამართლა და ახლა მარკი  4 მილიარდის მფლობელია.

სტატისტიკის მიხედვით სოციალური ქსელებს უამრავი ადამიანი მიმართავს…

. ყოველ ერთ საათში Facebook-ზე 4,5 მილიონი ადამიანი ღებულობს მიწვევას რომელიმე ღონისძიებაზე.
. ყოველწუთში 100 000 ადამიანი მეგობრდება facebook-ზე.
.ყოველ წამს 8 მილიონი ადამიანი ხდება რომელიმე სოციალური ქსელის წევრი.
.Google-ში ძიების მოთხოვნების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა დღეში.
. წელი – ეს არის საშუალო ასაკი, რომლიდანაც იწყებენ სოც. ქსელების მოხმარებას.
.მომხმარებელთა ნახევარი კვირაში 1-5 საათს მაინც ატარებს სოციალურ ქსელებში.

facebook-addictროგორც უკვე აღვნიშნე, სოციალუ ქსელებს გარდა დადებითისა აქვთ მეორე, უარყოფითი მხარე. ეს კი ძალიან ხშირაად ხდება კრიტიკისა და განხილვის საგანი. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ქსელები იწვევს განუსაზღვრელ გატაცებას, ძალიან დიდი დროის დახარჯვას და შესაბამისად ახალგაზრდები უარს ამბობენ ამ ასაკისთვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაზე, გართობაზე. ცხადია, ამითი ისინი ხელოვნურად ზღუდავენ საკუთარ განვითარებას. ასევე ხშირია შემთხვევები უხეშობისა და ძალადობის თაობაზე მასალბის გამოქვეყნებისა და დაგზავნის შემთხვევები. სწორედ ამ საკითხზეც არსებობს დაკვირვებები და სტატისტიკა. აი რამდენიმე მათგანი:

.ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით 100 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით სოციალურ ქსელში გავრცელებული შეტყობინების გამო.
.სოციალური ქსელები ითვლება მიზეზად ყოველი მესამე განქორწინებისა.
.სამჯერ გაიზარდა ღალატის რიცხვი სოციალურ ქსელებში გაცნობის შემდეგ.
განუსაზღვრელი დროით, ქსელში ყოფნა ჩვენ ადამიანებს  გვართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, გვაკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას… ამასთანავე ხელსუშლის ჩვევნს განვითარებას და გაზრდას. სოციალური ქსელი ხდება ჩვენი  ცხოვრებისნარკოტიკი.

social-media-world2სწორედ ამიტომ არის საჭიროა დოზირება ყველგან და ყველაფერში…რ უნდა გავხდეთ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულნი და ა არ უნდა დავკარგოთ ჩვენი  მთავარი კოზირი რომელსაც ადამიანები ერთმანეთისგან ვღებულობთ…

Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი

   Pablo_picasso

პაბლო პიკასო

პაბლო პიკასოს სრული სახელის და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.

სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ცდებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.

woman-with-book-1932.jpg    პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                               download                                                                                                                                                                                                                                                      30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლონდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.      images    

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.Dove_of_pease159
Posted in ზოგადი | დატოვე კომენტარი